VERSATILE
ორივე ფორმატთან თავსებადი
აპარატი, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს
იპოვე შენი გემო
ესპრესო
ლუნგო
გაფილტრული ყავა
ხილის წვენები
ჩაი
სხვა ცხელი სასმელები
სხვა ცივი სასმელები
ფუნქციები
ესპრესო / ლუნგო
40 / 110 ml
გაფილტრული ყავა
180 / 240 ml
ინტენსიური გაფილტრული ყავა/ჩაი
180 / 240 ml
+30 წამი
სხვა ცხელი სასმელები
150 / 190 ml
სხვა ცივი სასმელები
150 / 190 ml
100%-ით გადამუშავებული პლასტმასი
აირჩიეთ თქვენი ფერი

მსოფლიოში პირველი, ინოვაციური, მრავალფუნქციური და თანამედროვე კაფსულების აპარატი შექმნილი მეამას გუნდის მიერ. წარმოგიდგენთ, ექსკლუზიურ პროდუქტს, რომელიც სრულიად ცვლის სხვადასხვა სასმლის დაგემოვნების პროცესს და აუმჯობესებს ყველა მომხმარებლის გამოცდილებას.

მეამა - ორივე ფორმატის კაფსულების მწარმოებელი ერთადერთი კომპანია, წარმოგიდგენთ, უნიკალურ აპარატს, რომელიც ამზადებს როგორც ევროპულ, ასევე მულტი ფორმატის კაფსულას. ამ გამოგონებით ჩვენ შევცვლით კაფსულების საერთაშორისო ბაზარს, რადგან მსგავს პროდუქტს მსოფლიოს ვერცერთ სხვა კომპანიაში ვერ შეხვდებით.

მრავალფეროვან ფუნქციონალთან ერთად, 4 ფერში წარმოდგენილ Versatile-ს აქვს დახვეწილი და მინიმალისტური დიზაინი, რომელიც ნებისმიერ ინტერიერს მოერგება და მის ნაწილად იქცევა.

აპარატის შესახებ

Versatile არის ეკომეგობრული, დამზადებულია 100%-ით გადამუშავებული პლასტმასით. მისი არჩევით, თქვენ აღარ გჭირდებათ სხვა აპარატის გამოყენება, რაც ასევე შეამცირებს ელექტროენერგიის მოხმარებას.

Meama Versatile უსწრებს საერთაშორისო ტენდენციებს და სასმლის დაგემოვნების ახალ სტანდარტს ამყარებს. თავისი ინოვაციურობის გამო, ჩვენმა აპარატმა გამოჩენისთანავე დიდი ინტერესი გამოიწვია.

მეამას გუნდი ქმნის ინოვაციურ პროდუქტებს, რომლებიც ითვალისწინებს მომხმარებლის ინტერესებს და წარმოადგენს მარტივ, კომფორტულ და ხელსაყრელ გამოსავალს.