Meama Animal Care
ქუჩაში სიარულისას, ყოველდღიურად, შეუძლებელია არ გადავაწყდეთ მიუსაფარ ცხოველებს, რომლებსაც არსებობისთვის ელემენტარული პირობებიც კი არ გააჩნიათ. საქართველოში უსახლკაროდ დარჩენილი კატებისა და ძაღლების რაოდენობა მკვეთრად გაზრდილია, რაც საკმაოდ პრობლემური თემაა.
მეამას გუნდი აცნობიერებს ქვეყანაში მიმდინარე სოციალური საკითხების გადაჭრის მნიშვნელობას და მოწადინებულია მათ გადაწყვეტაში ქმედითი წვლილი შეიტანოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ აქტიურად ვთანამშრომლობთ არასამთავრობო ორგანიზაცია “Animal Project”-თან და ერთობლივი ძალებით, ვაუმჯობესებთ მიუსაფარი კატებისა და ძაღლების საარსებო პირობებს, უზრუნველვყოფთ მათ მკურნალობას.
ამ აქტივობას მეამას subscribe-ის თანხის ნაწილი ეთმობა, რაც მთლიანობაში მრავალი ცხოველის რეალობას ცვლის!