წესები და პირობები

1. თანხმობა წესებსა და მათ ცვლილებებზე

1.1. წინამდებარე წესები არეგულირებს შპს „მეამას“ (შემდგომში „მეამა“, „კომპანია“ ან/და „ჩვენ“) კუთვნილი ვებ-გვერდით www.meama.ge და https://shop.meama.ge/ -ს (შემდგომში „ვებ-გვერდი“) სარგებლობის პირობებს (შემდგომში „წესები და პირობები“). ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას წინამდებარე წესებზე დათანხმებით, მივიჩნევთ, რომ თქვენ გაეცანით, დაეთანხმეთ მათ და ადასტურებთ, რომ ეს უკანასკნელი არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს.

1.2. თქვენ შედიხართ, სარგებლობთ, იწერთ და მართავთ ჩვენს ვებ-გვერდს საკუთარი რისკის და საფრთხის ფარგლებში.

1.3. მეამა უფლებამოსილია თავისი შეხედულებისამებრ, წინასწარი შეტყობინების გარეშე, შეცვალოს წინამდებარე წესები და პირობები საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნის სრული დაცვით.

1.4. ვებ-გვერდზე წამოწყებული ყოველი ახალი სესიით, თქვენ ეთანხმებით შეცვლილ წესებსა და პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გარდა პირდაპირი მარკეტინგით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავებისა.


2. ინტელექტუალური საკუთრება

2.1. ვებ-გვერდის შიგთავსი, რომელიც მოიცავს მაგრამ არ შემოიფარგლება, ტექსტებით, ფიგურებით, ლოგოებით, დიაგრამებით, ფოტოებით, ვიდეოებით, ხმოვანი მასალით, მუსიკით, განლაგებით, დიზაინით, ნოუ-ჰაუთი, ტექნოლოგიებით, პროდუქტებითა და პროცესებით არის მეამას ან მასთან დაკავშირებული კომპანიების საკუთრება, ან გამოიყენება მფლობელობის უფლებით და შესაბამისად დაცულია საავტორო და მომიჯნავე უფლებებით, სავაჭრო ნიშნებით, პატენტებით და ინტელექტუალური საკუთრების ყველა სხვა უფლებით, რომლებიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არსებობს.

2.2. გარდა წინამდებარე წესებისა და პირობების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებისა, ვებ-გვერდის შინაარსის არც ერთი დეტალი არ განიმარტება ისე, რომ თქვენ მოგენიჭოთ მისი გამოყენების უფლება.


3. საჯაროდ ხელმისაწვდომი ინფორმაციის გამოყენება

3.1.ვებ-გვერდისა და მისი შიგთავსის პირადი ქონებრივი და არაქონებრივი უფლებები ეკუთვნის მეამას.

3.2.მეამა პასუხს არ აგებს იმ ზიანისთვის, რაც შეიძლება მიადგეთ მესამე პირებს თქვენ მიერ ვებ-გვერდის შიგთავსის გამოყენებით.

3.3.თქვენ გენიჭებათ უფლება ჩამოტვირთოთ, აჩვენოთ ან დაბეჭდოთ მეამას ვებ-გვერდის შიგთავსი, მხოლოდ პირადი, არაკომერციული მიზნებისთვის, რითაც დაცული იქნება კომპანიის ინტელექტუალური საკუთრება. ნებისმიერი სხვა ტიპის გამოყენება, მათ შორის, ვებ-გვერდის შინაარსის სრულად ან/და ნაწილობრივ რეპროდუცურება, მოდიფიკაცია, გადაცემა, გავრცელება და მსგავსი ტიპის მოქმედებები სრულად ან ნაწილობრივ, პირდაპირ ან არაპირდაპირ, დაუშვებელია მეამასთან წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე.

3.4.მეამა არ იძლევა გარანტიას და არც ამტკიცებს, რომ თქვენ მიერ ვებ-გვერდის ნებისმიერი ტიპის შიგთავსის გამოყენება არ დაარღვევს მესამე პირთა უფლებებს.



4. მეამას პასუხისმგებლობა და ფარგლები

4.1.მეამა არ იძლევა გარანტიას, რომ ვებ-გვერდი ან მისი შინაარსი შეესაბამება თქვენს მოლოდინს, იქნება უწყვეტი, დროული, უსაფრთხო და ხარვეზების გარეშე.

4.2.ვებ-გვერდზე წვდომის შეზღუდვის ან გამოყენების შეუძლებლობით დამდგარი ზარალის შემთხვევაშიც კი, თქვენ თანახმა ხართ, რომ არ დადგება მეამას ან იმ კომპანიების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც უზრუნველყოფს ვებ-გვერდის გამართულ მუშაობას.

4.3.მეამა თავისუფალია ყოველგვარი პასუხისმგებლობისგან, რომელიც შესაძლოა დადგეს ვებ-გვერდიდან მასალის გადმოწერით ან სხვა ნებისმიერი ფორმით მიღებით. მეამა იხსნის პასუხისმგებლობას იმ დაზიანების ან ვირუსისთვის, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს თქვენს კომპიუტერულ მოწყობილობაზე ან სხვა ქონებაზე ვებ-გვერდიდან ნებისმიერი მასალის წვდომის, გამოყენებისა და გადმოტვირთვის ან კომპიუტერულ/IT სისტემებში რაიმე უკანონო შეჭრის ან ჩარევის გამო.

4.4.მეამა იტოვებს უფლებას შეზღუდოს ან შეწყვიტოს მისი ვებ-გვერდის ნებისმიერი ან ყველა ფუნქციონალი თქვენთან ყოველგვარი წინასწარი შეთანხმების გარეშე. მეამა თავისუფლდება ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან იმ ზიანზე, რაც შეიძლება დადგეს მისი ან მესამე პირების მიერ აღნიშნული ფუნქციონალების შეზღუდვის ან შეწყვეტის შედეგად.

4.5.ჩვენი ვებ-გვერდის შინაარსი შეიძლება შეიცავდეს უზუსტობებს ან შეცდომებს. მეამა უფლებასილია თავისი შეხედულებისამებრ შეიტანოს ცვლილებები, შესწორებები ან/და გაუმჯობესებები ამ შინაარსში ნებისმიერ დროს თქვენი წინასწარი გაფრთხილების გარეშე.


5.მესამე პირების ვებ-გვერდები

5.1.ვებ-გვერდიდან შესაძლოა გადამისამართდეთ მესამე პირების ვებ-გვერდებზე, რომლებზეც არ ვრცელდება წინამდებარე წესები და პირობები. აღნიშნულ ვებ-გვერდებს არეგულირებს მესამე პირთა მიერ დადგენილი წესები. მესამე პირების ვებ-გვერდებზე მოთავსებული ნებისმიერი სახის ინფორმაციაზე, ვებ-გვერდის შიგთავსზე, წესებსა და პირობებზე მეამა პასუხს არ აგებს.


6. ინფორმაცია, რომელიც არ ჩაითვლება კონფიდენციალურად.

6.1.ნებისმიერი პერსონალური საიდენტიფიკაციო მონაცემი და ინფორმაცია, რომელიც შეგიძლიათ ინტერნეტის საშუალებით გამოაგზავნოთ ჩვენს ვებ-გვერდზე, დაცულია და განიხილება ჩვენი კონფიდენციალურობის პოლიტიკისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანია მოგიწოდებთ, რომ პირადი საიდენტიფიკაციო მონაცემის ან/და სხვა ინფორმაციის მოწოდებამდე, ყურადღებით გაეცნოთ კონფიდენციალურობის პოლიტიკასა და მოქმედ კანონმდებლობას, განსაკუთრებით პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონით განსაზღვრულ უფლებებსა და მოვალეობებს და აღნიშნულის საფუძველზე მიიღოთ გადაწყვეტილება. ვებ-გვერდზე წამოწყებული ყოველი ახალი სესიით, თქვენ ეთანხმებით შეცვლილ წესებსა და პირობებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში, გარდა პირდაპირი მარკეტინგით გათვალისწინებული მონაცემების დამუშავებისა.


7. მოხმარებელთა მონაცემების დამუშავება

7.1. თქვენ მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავებისთვის მეამა საჭიროებს თქვენს თანხმობას.

7.2. თქვენი თანხმობის საფუძველზე, გარდა ვებ-გვერდსა და მომხმარებელთა ურთიერთობის ცენტრში („ქოლ-ცენტრში“) განთავსებული შეკვეთისას, კომპანია დაამუშავებს შემდეგ მონაცემებს: სახელი, გვარი, პირადი ნომერი, მობილურის ნომერი, ელ.ფოსტა, მისამართი.

7.3. ვებ-გვერდზე ან მომხმარებელთა ურთიერთობის ცენტრში („ქოლ-ცენტრი“) განთავსებული შეკვეთისას თქვენ მიერ მიწოდებულ ინფორმაციას მეამა დაამუშავებს პროდუქტის მოწოდების მიზნით, რასაც თქვენი თანხმობა არ სჭირდება (სახელი, გვარი, პირადი ნომერი- იდენტიფიკაციის მიზნით; ტელეფონის ნომერი, ელ.ფოსტა- კომუნიკაციის მიზნით; მისამართი- პროდუქტის მიწოდების მიზნით).

7.4. ბრენდულ სივრცეში თქვენ შეგიძლიათ თანხმობა განაცხადოთ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, მომხმარებლად რეგისტრაციის მიზნით.

7.5. თქვენ გაქვთ უფლება ნებისმიერ დროს გამოითხოვოთ მეამასგან თქვენი პერსონალური მონაცემები, მოითხოვოთ პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა და მოითხოვოთ თქვენი პერსონალური მონაცემების მეამას სისტემიდან წაშლა/განადგურება. ამისათვის გთხოვთ, დაგვიკავშირდეთ ცხელ ხაზზე: *0808 / 032 2 800 808 , ელ.ფოსტაზე: info@meama.ge , სოციალურ ქსელში, მოგვმართოთ მეამას სივრცეებში ან გვაცნობოთ სხვა ნებისმიერი სახით.

7.6. პირდაპირი მარკეტინგი

7.6.1. პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობის განცხადება გულისხმობს, რომ თქვენ მიიღებთ მეამასგან შეტყობინებებს აქციებზე, შეთავაზებებზე, ახალ პროდუქტებსა და სხვა მარკეტინგულ აქტივობებზე.

7.6.2. თანხმობის შემთხვევაში, თქვენ სხვადასხვა ინფორმაციას მიიღებთ ტელეფონის ნომერზე შეტყობინებებისა ან/და ხმოვანი ზარების სახით და ელ.ფოსტაზე შეტყობინების სახით.

7.6.3. თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ რომელი ან/და რამდენი გზით გსურთ სხვადასხვა სახის ინფორმაციის მიღება მეამასგან ან სრულიად თქვათ უარი თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, პირდაპირი მარკეტინგის კუთხით.

7.6.4. თქვენი უარის შემთხვევაში, მეამა აღარ დაამუშავებს თქვენს პერსონალურ მონაცემებს პირადი მარკეტინგის კუთხით და თქვენ ვეღარ მიიღებთ ინფორმაციას აქციების, შეთავაზებების, ახალი პროდუქტებისა თუ სხვა მარკეტინგული აქტივობების შესახებ.

7.6.5. მეამას მიერ პირდაპირი მარკეტინგის მიზნებისთვის მონაცემების დამუშავების შეწყვეტა არ გულისხმობს, რომ მეამა დაბლოკავს პირდაპირი მარკეტინგის მიზნით სხვა კომპანიის ქსელიდან გამოგზავნილ მეამასთან დაკავშირებულ შეტყობინებებს. ასეთი შეტყობინებების დაბლოკვა თქვენ უნდა განახორციელოთ სხვა კომპანიის მიერ დადგენილი წესით.

7.6.6. თუ თქვენ ხართ ახალი მომხმარებელი, შეგიძლიათ პირდაპირი მარკეტინგული მიზნებისათვის თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე თანხმობა განაცხადოთ რეგისტრაციისას და უფლება გაქვთ უარი თქვათ ნებისმიერ დროს.

7.6.7. თუ თქვენ უკვე ხართ მეამას მომხმარებელი, თქვენ გამოგეგზავნებათ მოკლეტექსტური შეტყობინება სადაც შეგიძლიათ მარტივად დააფიქსიროთ პოზიცია გსურთ თუ არა მეამასგან მიიღოთ ინფორმაცია. თქვენ გაქვთ უფლება თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს განაცხადოთ თანხმობა ან უარი.

8. გარდამავალი დებულებები

8.1. ჩვენს ვებ-გვერდზე აკრძალულია კომპანიის წინასწარი წერილობითი თანხმობის გარეშე რაიმე ჰიპერგზავნილის (ე.წ. hyperlink) შექმნა.

8.2. თუ წესებისა და პირობების რომელიმე დებულება ან მისი ნაწილი ხდება ძალადაკარგული, იგი ჩანაცვლდება და შეიცვლება რელევანტურ ვერსიით. რაიმე ნორმის წაშლა ან შეცვლა არ იქონიებს გავლენას გაყიდვის ზოგადი პირობების მოქმედებასა და აღსრულებაზე.

8.3. წინამდებარე წესები და პირობები წარმოადგენს მეამასა და თქვენს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომელიც ეხება ვებ-გვერდის წვდომასა, გამოყენებას და მის შინაარსს. მეამას მიერ დადგენილი ნებისმიერი სხვა წესები და პირობები, რომლებიც არეგულირებს თქვენთან ურთიერთობას, კერძოდ, ნებისმიერი მომსახურების ან პროდუქტის შეძენის შესახებ, ავსებს წინამდებარე წესებსა და პირობებს; მათ შორის რაიმე შეუსაბამობის შემთხვევაში, სხვა წესებსა და პირობებს ექნება წინამდებარეზე უპირატესი ძალა.

8.4. მეამას მიერ თავისი უფლებების გამოუყენებლობა თქვენს მიერ წინამდებარე წესებისა და პირობების დარღვევის ფაქტებზე არ მიიჩნევა მეამას მიერ აღნიშნულ უფლებაზე უარის თქმად.

8.5. წინამდებარე წესებისა და პირობებისთვს გამოყენებული დასათაურებები და განლაგება გამოყენებულია მხოლოდ მოხერხებულობისთვის და არ ცვლის მის შინაარსს.

8.6. ნებისმიერი დავა რომელიც შესაძლოა წარმოიშვას წესები და პირობებით დადგენილ ნორმებთან დაკავშირებით გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით, ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო.

8.7. წინამდებარე წესები და პირობები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ყველა საკითხი, რაც პირდაპირ არ არის რეგულირებული წინამდებარე წესებით და პირობებით ექვემდებარება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით რეგულირებას.



გაყიდვის ზოგადი პირობები

 

წინამდებარე წესები არეგულირებს შპს “მეამა”-ს (შემდგომში „მეამა“, „კომპანია“ ან/და „ჩვენ“) პროდუქციის გაყიდვასთან დაკავშირებულ ზოგად წესებსა და პირობებს. მეამას პროდუქციის შეძენით ვებ-გვერდზე რეგისტრაციისას წინამდებარე წესებზე დათანხმებით, მივიჩნევთ, რომ თქვენ გაეცანით, დაეთანხმეთ წინამდებარე წესებსა და პირობებს და ეს უკანასკნელი არ შეიცავს ბუნდოვან დებულებებს.

 

მეამას პროდუქციის გაყიდვის არხები (შემდგომში „არხები“):

თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ თქვენი შეკვეთა:

ვებ-გვერდის მეშვეობით ონლაინ მაღაზიაში: www.shop.meama.ge;

მეამას სივრცეებში;

ქოლ-ცენტრის მეშვეობით შემდეგ ნომერზე ან/და ელ-ფოსტაზე დაკავშირებით: 0322800808 ან *0808

info@meama.ge

შპს მეამა ქოლექთის ობიექტებში.


 

გაყიდვის საერთო პირობები

პროდუქტის ვერიფიკაცია

14 (თოთხმეტი) კალენდარული დღის განმავლობაში, ქარხნული წუნის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ, დარეკოთ ცხელ ხაზზე: 032 2800808 ან *0808.

ასეთ დროს, კომპანია მოქმედებს საგარანტიო პირობებით.

 ვერიფიკაცია ვრცელდება მხოლოდ ელექტრო მოწყობილობებზე.


 

დაბრუნების პოლიტიკა


მოწყობილობის დისტანციურად (ვებ-გვერდი ან საინფორმაციო ცენტრი) შეძენის შემთხვევაში ვრცელდება შემდეგი დაბრუნების პირობები:

მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე უკან დააბრუნოს შეძენილი მეამას საკუთრებაში არსებული ტექნიკა მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

წერილობითი შეტყობინება გულისხმობს მეამას ელ. ფოსტის მისამართზე - info@meama.ge შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდებას:

●      დაბრუნების მოთხოვნა;

●      შეკვეთის თარიღი;

●      შეკვეთის მიღების თარიღი;

●      მომხმარებლის სახელი;

●      მომხმარებლის მისამართი;

მეამა საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს დაბრუნებას დაქვემდებარებული ნივთის ტრანსპორტირებას.



მეამას სივრცეში შეძენილი მოწყობილობის დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თუმეამას საკუთრებაში არსებული ტექნიკა წარმოდგენილი იქნება გამოუყენებელ მდგომარეობაში.

დაბრუნებას ექვემდებარებამეამას საკუთრებაში არსებული ტექნიკა , რომელსაც არ აღენიშნება ვიზუალური დაზიანება და თან ახლავს სრული დაუზიანებელი კომპლექტი - შესაფუთი ყუთი, აქსესუარები, ინსტრუქცია და საგარანტიო ბარათი.


კაფსულების დაბრუნება


კაფსულების ჩანაცვლება ან/და დაბრუნება არ ხდება. ვინაიდან კაფსულა მიეკუთვნება ჰერმეტულად დაცულ საკვებ პროდუქტს, რომელიც საჭიროებს შესაბამისი შენახვის პირობების დაცვას. ვინაიდან ჩვენთვის შეუძლებელი ხდება დავადგინოთ გარემო პირობების და მომხმარებლის ზემოქმედება პროდუქტზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით აღნიშნულ პროდუქტს უკან არ ვიბრუნებთ.


აქსესუარების დაბრუნება


აქსესუარების დაბრუნება ან/და ჩანაცვლება ვერ მოხერხდება, რადგან შეუძლებელია დადგინდეს ჰიგიენური ნორმების დაცვა.


გარანტიები


შეძენილი აპარატები გარანტირებულია აპარატის მწარმოებლის მიერ პროდუქტის ორიგინალურ დოკუმენტაციაში ჩამოთვლილი საგარანტიო პირობების შესაბამისად. გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისთვის, გაეცნოთ თქვენი პროდუქტის დოკუმენტაციას გარანტიის შესახებ, რომელიც ზიანს არ აყენებს თქვენს კანონიერ უფლებას.

გაყიდვის შემდგომ სერვისები/მომსახურება

თქვენ ხართ პასუხისმგებელი აპარატის სტანდარტულ მოვლასა და წმდენაზე. აპარატების ტექნიკური მახასიათებლების გათვალისწინებით და უსაფრთხოების მიზნით, შეკეთება უნდა შესრულდეს მხოლოდ საგარანტიო პირობების შესაბამისად.მწარმოებლის გაყიდვების შემდგომი მომსახურე პერსონალის მიერ 2 (ორი) წლის განმავლობაში, თითოეული აპარატის სპეციფიკური პირობების შესაბამისად.

მწარმოებელი და მეამა თავისუფლდებიან ნებისმიერი პასუხისმგებლობისგან, რომელიც გამოწვეულია აპარატზე სათადარიგო ნაწილების მოდიფიკაციის, შეკეთების, დამატების ან/და გამოცვლის შედეგად ნებისმიერი პირის მიერ, გარდა გაყიდვების სამსახურის განყოფილებისა.

თუ რაიმე პრობლემას წააწყდებით ან გაქვთ რაიმე კითხვა თქვენი აპარატის ფუნქციონირებასთან, მოვლასთან ან/და გაყიდვის შემდგომ სერვისთან დაკავშირებით, გთხოვთ, დაუკავშირდეთ ჩვენს საინფორმაციო სამსახურს ნომერზე 0322 800 808 ან *0808 რჩევისა და დახმარებისთვის.

რისკის გადაცემა

მომხმარებლის მიერ პროდუქტის საფასურის სრულად დაფარვამდე, მეამა უფლებამოსილია არ მიაწოდოს/გადასცეს მას შეკვეთა.

კომპანიის მიერ შეკვეთის ჩაბარებიდან პროდუქციის განადგურების/გაფუჭების/დაღუპვის ან/და ნებისმიერი სხვა სახის რისკი სრულად გადადის მომხმარებელზე.

 


პასუხისმგებლობა

ფოტოები და ტექსტები, რომლებიც ასახავს და აღწერს პროდუქტებს ამ ვებსაიტზე, არის არასახელშეკრულებო ურთიერთობა და მოცემულია მხოლოდ საინფორმაციო მიზნებისთვის, მეამა პასუხს არ აგებს ამ ფოტოებისა და ტექსტების ხარვეზებზე. კომპანია პასუხისმგებლობას არ იღებს ისეთ დანაკარგსა თუ ზარალზე, რომლის განჭვრეტაც წინასწარ არაპროგნოზირებადია. ზარალი განჭვრეტადია თუ ზიანი დადგა წინამდებარე თავით გათვალისწინებული ნორმების დარღვევის შედეგად და ის გამოწვეულია კომპანიის ბრალეული ქმედებით. ჩვენი კომპანია გაწვდით პროდუქტებს მხოლოდ პირადი სარგებლობისთვის და თქვენ თანახმა ხართ, არ გამოიყენოთ ჩვენი პროდუქცია კომერციული ან გაყიდვის მიზნებისთვის. ჩვენ არ ვიღებთ პასუხიმსგებლობას თქვენი ბიზნეს შესაძლებლობის ან/და შემოსავლის დაკარგვის გამო.

ფორს-მაჟორი

კომპანია იღებს ვალდებულებას გამოიყენოს ყველა გონივრული ძალისხმევა საკუთარი მოვალეობების შესასრულებლად, თუმცა, მეამა არ შეიძლება იყოს პასუხისმგებელი მისი გონივრული კონტროლის მიღმა გარემობებით გამოწვეული დაგვიანებით ან მიწოდების შეუძლებლობით, ანუ, კომპანიას არ დაეკისრება პასუხსუმგებლობა თუ ადგილი აქვს შესრულების შეუძლებლობას - ე.წ. ფორს-მაჟორს. წინამდებარე დოკუმენტის მიზნებისთვის, ასეთი შეიძლება იყოს, სტიქიური უბედურება, ომი ან საომარი მოქმედებები, გაფიცვა, პანდემია, საგანგებო მდგომარეობა და სხვა გარემოებები, რაც შეუძლებელს ხდის კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას.

მეამა შეასრულებს საკუთარ ვალდებულებებს ფორს-მაჟორული მდგომარეობის აღმოფხვრიდან პირველი შესაძლებლობისთანავე.


გარდამავალი დებულებები

თუ გაყიდვის ზოგადი პირობების რომელიმე დებულება ან მისი ნაწილი ხდება ძალა დაკარგული, იგი იქნება ჩანაცვლებული და შეცვლილი რელევანტური ვერსიით. რაიმე ნორმის წაშლა ან შეცვლა არ იქონიებს გავლენას გაყიდვის ზოგადი პირობების მოქმედებასა და აღსრულებაზე.

 

გამოსაყენებელი სამართალი და სასამართლო

წინამდებარე გაყიდვის ზოგადი პრინციპები რეგულირდება საქართველოს კანონმდებლობით. ნებისმიერი დავა რომელიც შესაძლოა წარმოიშვას ამ თავით დადგენილ ნორმებთან დაკავშირებით გადაწყდება ურთიერთშეთანხმებით, ასეთის მიუღწევლობის შემთხვევაში დავას წყვეტს თბილისის საქალაქო სასამართლო.




გაყიდვის სპეციალური პირობები კონკრეტული არხის შესაბამისად

მომხმარებლის რეგისტრაცია

შეკვეთის განსათავსებლად სავალდებულოა მომხმარებლის რეგისტრაცია მეამას მონაცემთა ბაზაში.

მომხმარებლის რეგისტრაცია ხდება შემდეგი წესით:

ონლაინ მომხმარებლის რეგისტრაცია ხდება ელექტრონული ფოსტის, Facebook გვერდის, google და Apple -ის მეშვეობით.

ვებ-გვერდზე შეკვეთის განსათავსებლად, თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ სავალდებული სარეგისტრაციო ინფორმაცია:

 სახელი და გვარი;

 ელ-ფოსტა:

საკონტაქტო ნომერი;

მისამართი.

ორგანიზაციების შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი.

 ჩვენს სივრცეებში შეკვეთის განსავსებისას საგარანტიო ფურცლის მიღების მიზნით, თქვენ მიუთითებთ შემდეგ სარეგისტრაციო ინფორმაციას (მონაცემების მითითება აუცილებელია, რათა მოხდეს პირის იდენტიფიცირება და საგარანტიო ფურცლის ასლი გამოგეგზავნოთ მითითებულ მეილზე) :

სახელი და გვარი;

პირადი ნომერი;

ელ.ფოსტა:

ორგანიზაციების შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი

მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრში (შემდგომში „ქოლ-ცენტრი”) შეკვეთის განსათავსებლად, თქვენ ვალდებული ხართ მიუთითოთ სავალდებულო სარეგისტრაციო ინფორმაცია:

 

სახელი და გვარი;

პირადი ნომერი;

საკონტაქტო ნომერი;

ელ-ფოსტა:

მისამართი.

 


ორგანიზაციების შემთხვევაში აგრეთვე კომპანიის საიდენტიფიკაციო კოდი.

პაროლი და კონფიდენციალურობა

ვებ-გვერდზე რეგისტრაციის პროცედურის დასრულების შემდგომ, თქვენ მოგენიჭებათ მომხმარებლის უნიკალური სახელი და პაროლი. უსაფრთხოებისა და კონფიდენციალურობის დაცვის მიზნით, იმისათვის, რომ არ მოხდეს თქვენი მონაცემების კომპრომეტირება ჩვენი ვებ-გვერდის გამოყენებისას, ჩვენ ვასრულებთ TLS პროტოკოლს (Transport Layer Security), რომელიც ადგენს უსაფრთხო და დაშიფრულ გადაცემას თქვენს ბრაუზერსა და ჩვენს სერვერებს შორის, ნებისმიერ დროს ჩვენს e-Commerce პლატფორმებზე და ყველა სხვა პლატფორმებზე შესვლისას. თქვენ პასუხისმგებლობას იღებთ, შეინარჩუნოთ თქვენი უნიკალური სახელის და პაროლის კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება. თქვენი ანგარიშის მომხმარებლის სახელი, პაროლი და მასზე წვდომის უფლებები არის ექსკლუზიურად თქვენი პირადი სარგებლობისთვის და არ უნდა გადაეცეს სხვა პირს. ნებისმიერი წარმატებული შესვლა თქვენი უნიკალური სახელის და პაროლის გამოყენებით, მიუხედავად იმისა, შესრულდა თუ არა თქვენ მიერ, ჩაითვლება თქვენს პირად ქმედებად. იმ შემთხვევაში, თუ გაქვთ საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენი უნიკალური სახელი და პაროლი მოპარული ან/და არასწორად გამოყენებულია, ან უსაფრთხოების დარღვევის სხვა საკითხის შემთხვევაში, გთხოვთ, დაუყონებლივ დაუკავშრდეთ ჩვენს ქოლ-ცენტრს ნომერზე: 0322800808 ან *0808. თუ მეამამ შეიტყო ან/და აქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ თქვენი უნიკალური სახელი და პაროლი მართლაც გამოიყენება არა თქვენი, არამედ სხვა პირის მიერ, ჩვენ დაუყონებლის შევაჩერებთ ანგარიშის გამოყენებას, მათ შორის, ნებისმიერი ტრანზაქციის დამუშავებას.


შეკვეთის პირობები

ვებ-გვერდზე მეამას პროდუქციის შეკვეთისას თქვენ არ ხართ შეზღუდულები შეკვეთის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობით, თუმცა, მეამა იტოვებს უფლებას შეცვალოს მოცემული წესი საკუთარი შეხედულებისამებრ თქვენი ყოველგვარი წერილობითი თანხმობის გარეშე. ვებ-გვერდზე შეკვეთის განთავსების შემდეგ, თქვენ შესაძლებლობა გაქვთ გადახვიდეთ შეკვეთის დამადასტურებელ გვერდზე, რომელიც საშუალებას მოგცემთ გადახედოთ თქვენს შეკვეთას, დაამატოთ გადახდის მეთოდი და შეამოწმოთ თქვენი შეკვეთის მთლიანი ღირებულება. გაყიდვის ზოგადი პირობების მიღების შემდგომ, თქვენ შეგეძლებათ გადახვიდეთ გვერდზე, სადაც გექნებათ შესაძლებლობა ასახოთ ბარათის მონაცემები.

ჩვენს სივრცეში შეკვეთის განსათავსებლად, თქვენ მოგეთხოვებათ მიუთითოთ სარეგისტრაციო ინფორმაცია (იხ. შესაბამისი ველი), ჩვენს კონსულტანტებს (შემდგომში „ელჩები“) გააცნოთ სასურველი შეკვეთისა და რაოდენობის შესახებ. ჩვენს სივრცეში მეამას პროდუქციის შეკვეთისას თქვენ არ ხართ შეზღუდულები შეკვეთის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობით, თუმცა, მეამა იტოვებს უფლებას შეცვალოს მოცემული წესი საკუთარი შეხედულებისამებრ.

მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრში შეკვეთის განსათავსებლად, თქვენ მოგეთხოვებათ მიუთითოთ სარეგისტრაციო ინფორმაცია (იხ. შესაბამისი ველი), ჩვენს მრჩეველებს გააცნოთ სასურველი შეკვეთისა და რაოდენობის შესახებ. მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრში მეამას პროდუქციის შეკვეთისას თქვენ არ ხართ შეზღუდულები შეკვეთის მინიმალური ან მაქსიმალური რაოდენობით, თუმცა, მეამა იტოვებს უფლებას შეცვალოს მოცემული წესი საკუთარი შეხედულებისამებრ.

 

შეკვეთის დადასტურება

ვებ-გვერდზე გაფორმებული შეკვეთის დადასტურება ხდება მომხმარებლის რეგისტრირებულ, მოქმედ მეილზე. მეამა იტოვებს კანონით გათვალისწინებულ უფლებას უარი თქვას, გააუქმოს ან/და შეწყვიტოს ცალმხრივად შეკვეთა ნებისმიერ დროს გონივრული და საფუძვლიანი მიზეზით. იმ შემთხვევაში, თუ პროდუქტი მთლიანად ან ნაწილობრივ მიუწვდომელია, ასეთ დროს, კომპანიამ შეიძლება უარი განაცხადოს შეკვეთის მიწოდებაზე ან/და მოგაწოდოთ თქვენი შეკვეთა ნაწილობრივ. გაუქმების ან შეკვეთის ნაწილობრივ მიწოდების შესახებ თქვენ გეცნობებათ ჩვენი საინფორმაციო სამსახურის მეშვეობით.

დარღვევის შემთხვევაში, თუ თქვენ უკვე გადაიხადეთ ზოგიერთი ან ყველა პროდუქტის ღირებულება, ჩვენ დაგიბრუნებთ სრულ თანხას შესაბამის პროდუქტ(ებ)თან და მიტანის ნებისმიერ ხარჯებთან დაკავშირებით უმოკლეს ვადებში. მეამას შეუძლია ასევე უარი თქვას შეკვეთაზე, თუ არსებობს დავალიანება/დავა წინა შეკვეთ(ებ)ის გადახდასთან დაკავშირებით ან იმ შეკვეთ(ებ)ის შემთხვევაში, რომლებზეც მეამა ეჭვობს, რომ კეთილსინდისიერად არ არის განთავსებული.

ჩვენს სივრცეში მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, შესაბამისი ელჩი პირად მონაცემებს არეგისტრირებს მეამას ბაზაში, შეკვეთის დადასტურებამდე მომხმარებელთან ერთად განმეორებით აზუსტებს პროდუქციის ჩამონათვალს, დასტურის შემთხვევაში, ახორციელებს გადახდას, რის შედეგადაც შეკვეთა პროგრამულად დასრულებულად ითვლება.

მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრში მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, შესაბამისი ოპერატორი პირად მონაცემებს არეგისტრირებს მეამას ბაზაში, შეკვეთის დადასტურებამდე მომხმარებელთან განმეორებით აზუსტებს პროდუქციის ჩამონათვალს, დასტურის შემთხვევაში, სიტყვიერად ატყობინებს, რომ მისი შეკვეთა მიღებულია.

მეამა ქოლექთის სივრცეში მომხმარებლის მიერ სასურველი პროდუქტის არჩევის შემდეგ, შესაბამისი ბარისტა პირად მონაცემებს არეგისტრირებს მეამას ბაზაში, შეკვეთის დადასტურებამდე მომხმარებელთან ერთად განმეორებით აზუსტებს პროდუქციის ჩამონათვალს, დასტურის შემთხვევაში, ახორციელებს გადახდას, რის შედეგადაც შეკვეთა პროგრამულად დასრულებულად ითვლება.

 

ფასი

თქვენ მიერ შეკვეთილი პროდუქტების გადასახდელი ფასები არის ის, რაც შეკვეთის დროს ნაჩვენებია ჩვენს ვებ-გვერდზე, დღგ-ს (დამატებითი ღირებულების გადასახადი) ჩათვლით და მიტანის საფასურის ჩათვლით ან გარეშე. ჩვენ შეგატყობინებთ თქვენს შეკვეთაზე მოქმედი მიტანის საფასურის შესახებ შეკვეთის გაფორმებისას, მის საბოლოოდ განთავსებამდე. მეამა იტოვებს უფლებას შეცვალოს თავისი პროოდუქციის ფასები ნებისმიერ დროს გაფრთხილების გარეშე, ცვლილება აისახება ჩვენს ვებ-საიტზე. შეცვლილი ფასი არ ვრცელდება ჩვენ მიერ უკვე დადასტურებულ პროდუქციის შეკვეთებზე.

 

გადახდის პირობები

ვებ-გვერდით შეკვეთის შემთხვევაში გადახდა განხორციელდება იმ ერთ-ერთი მეთოდით, როელიც არჩეული გაქვთ შეკვეთის პროცესში. გადახდები შესაძლოა განხორციელდეს VISA, MasterCard, American Express და Space-ით. შეკვეთა არ გაიგზავნება მანამ, სანამ გადახდა არ მიიღება ან გადახდა არ იქნება ავტორიზებული ან დამუშავებული. ჩვენი გადახდის სისტემის მიერ რეგისტრირებული მონაცემები წარმოადგენს ფინანსური ტრანზაქციების სრულ მტკიცებულებას. იმის უზრუნველსაყოფად, რომ თქვენი საკრედიტო, სადებეტო ან საფასური ბარათი არ გამოიყენება თქვენი თანხმობის გარეშე, ჩვენ შეგვიძლია დავადასტუროთ თქვენი მობილურის ნომრით, რომელიც მოწოდებულია შეკვეთის პროცესში მესამე მხარის მონაცემთა ბაზებთან მიმართებაში.

მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრში გადახდა განხორციელდება მოცემული მეთოდებიდან ერთ-ერთით:

მეამას შესაბამის ანგარიშის ნომერზე გადმორიცხვით;

ტერმინალის მეშვეობით - ბარათით, მიწოდების თანამშრომლის მიერ შეკვეთის ადგილზე მიტანისთანავე.

ჩვენი კონტრაქტორი მიწოდების კომპანიის მეშვეობით შეკვეთის მიტანისას - მხოლოდ მეამას შესაბამის ანგარიშის ნომერზე გადმორიცხვით.

გადმორიცხვების შემთხვევაში, თქვენ ვალდებული ხართ გააზიაროთ ტრანზაციის დეტალები, რის შემდეგაც, შესაბამისი მრჩეველი დაგიდასტურებთ რომ მიღებულია ჩარიცხვა.

ჩვენს სივრცეებში გადახდა ხორციელდება, როგორც ნაღდი, ისევე უნაღდო ანგარიშსწორებით. ასევე ორგანიზაციებისთვის შესაძლებელია კონსიგნაციით გადახდა.



მიწოდების პირობები

ვებ-გვერდის ან/და მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრის საშუალებით პროდუქციის შეძენისას, მეამა უზრუნველყოფს მიწოდების სერვისს, რომელიც ხორციელდება მეამას კონტრაქტორი საკურიერო მომსახურებით. მიწოდების სერვისით სარგებლობა შესაძლებელია საქართველოს მასშტაბით.


მეამას პროდუქციის მიწოდებას უზრუნველყოფს:

GEORGIAN EXPRESS, DHL-ის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში

ONWAY


შეკვეთების მიწოდება

50 ლარამდე პროდუქციის მიწოდება | 5 ლარი

50 ლარიდან პროდუქციის მიწოდება | უფასოდ

სტანდარტული შეკვეთის მიწოდება | ორი სამუშაო დღე.


მიწოდება რეგიონებში:

100 ლარამდე პროდუქციის მიწოდება | 15 ლარი

100 ლარიდან პროდუქციის მიწოდება | უფასოდ

მიწოდების დღეები განსაზღვრულია მდებარეობის მიხედვით.


ექსპრეს შეკვეთა თბილისში:

50 ლარამდე პროდუქციის მიწოდება | 10 ლარი

50 ლარიდან პროდუქციის მიწოდება | 5 ლარი

მიღებული შეკვეთის მიწოდება | 1 საათის განმავლობაში

შეკვეთების მიღება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 10:00 საათიდან 21:00 საათამდე


ექსპრეს შეკვეთა ქუთაისსა და ბათუმში:

50 ლარამდე პროდუქციის მიწოდება | 5 ლარი

50 ლარიდან პროდუქციის მიწოდება | უფასოდ

მიღებული შეკვეთის მიწოდება | 1 საათის განმავლობაში

შეკვეთების მიღება ორშაბათიდან კვირის ჩათვლით 10:00 საათიდან 21:00 საათამდე


სტანდარტული შეკვეთის გაფორმების შემთხვევაში:

გაითვალისწინეთ, რომ პარასკევს, შაბათსა და კვირას გაფორმებულ შეკვეთას ოთხშაბათს მიიღებთ.


ასევე, შრომის კოდექსით გათვალისწინებულ უქმე დღეებსა და მათ წინა დღეს გაფორმებულ შეკვეთებს ორი დღით გვიან მიიღებთ.



ჩვენი თბილისის სივრცეები მუშაობს ყოველდღიურად დილის 10:00 დან 22:00 მდე

ხოლო ქუთაისისა და ბათუმის ბრენდული სივრცეების სამუშაო სააათები განისაზღვრება 10:00 დან 21:00 მდე.

მეამა უფლებამოსილია შეცვალოს წინამდებარე საათები წინასწარი შეტყობინების გარეშე.

მომხმარებლის შეცდომით განხორციელებული შეკვეთა


მომხმარებლის მიერ შეცდომით განხორციელებული შეკვეთის შემთხვევაში ვერ მოხდება პროდუქციის დაბრუნება ან/და ჩანაცვლება, ვინაიდან კაფსულა მიეკუთვნება საკვებ პროდუქტს, რომელიც საჭიროებს შესაბამისი შენახვის პირობების დაცვას. ჩვენთვის შეუძლებელი ხდება გარემო პირობების და მომხმარებლის ზემოქმედების დადგენა პროდუქტზე, უსაფრთხოების თვალსაზრისით აღნიშნულ პროდუქტს უკან არ დავიბრუნებთ, რაზეც მეამა პასუხისმგებლობას არ იღებს და მომხმარებელს პრეტენზია არ აქვს.

მომხმარებლის მიერ შეცდომით მოწოდებულ ინფორმაციაზე მეამა არ იღებს პასუხისმგებლობას, მათ შორის და არამხოლოდ, მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრის საშუალებით სატელეფონო საუბრისას შეცდომით მიწოდებულ ინფორმაციაზე.

მეამას მიერ შეცდომით გაგზავნილი შეკვეთის შემთხვევაში კომპანია იღებს პასუხისმგებლობას დააბრუნოს ან/და ჩაანაცვლოს პროდუქტი უმოკლეს ვადაში.

   

შეკვეთის გაუქმება

შეკვეთა დადასტურებულია, როდესაც e-Commerce-ზე გექნებათ სტატუსი „წარმატებულია“. შეკვეთის დადასტურების შემდგომ, თქვენ გაქვთ საშუალება გააუქმოთ შეკვეთა, სანამ ის ობიექტს დატოვებს. შეკვეთის გასაუქმებლად უნდა დაუკავშირდეთ მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრს. თუ მას შემდეგ რაც შეკვეთა დატოვებს ობიექტს, გსურთ, რომ შეკვეთა უარყოთ ან გააუქმოთ, უნდა დაუკავშირდეთ მომხმარებელთან ურთიერთობის ცენტრს და გადაიხადოთ შეკვეთის გაუქმების საფასური.


კაფსულების შენახვის და ვარგისიანობის პირობები


კაფსულები შეფუთულია დამცავი ატმოსფეროს გამოყენებით. დამზადების თარიღი და ვარგისიანობის ვადა იხილეთ შეფუთვის ძირზე. შეინახეთ პირდაპირი მზის სხივებისგან დაცულ, მშრალ და გრილ ადგილას.

საგარანტიო პირობები


შპს „მეამას“ (შემდგომში „მეამა“) საგარანტიო წესები შედგენილია საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის, კერძოდ, „მომხმარებელთა უფლებების შესახებ“ კანონის შესაბამისად.

მეამას ტექნიკის შეძენიდან 2 (ორი) წლის მანძილზე მოქმედებს საგარანტიო პირობები, რომლის მიხედვით მეამა გასწევს ნივთის შეკეთებისთვის საჭირო ყველა ხარჯს, საგარანტიო ბარათში მითითებული პირობებით.

ნივთის შეძენიდან 14 კალენდარული დღის ვადაში მეამას საინფორმაციო ცენტრში (ტელ: 0 32 2 800 808; e-mail: info@meama.ge) ნაკლის დაფიქსირების შემთხვევაში, მეამა უზრუნველყოფს ნივთის ჩანაცვლებას, თუ დიაგნოსტიკის შედეგად ხარვეზის აღმოფხვრა ვერ ხერხდება.

ნივთის შეძენიდან 14 კალენდარული დღის შემდეგ მეამას საინფორმაციო ცენტრში (ტელ: 0 32 2 800 808; e-mail: info@meama.ge ) ნაკლის დაფიქსირების შემთხვევაში, მომხმარებელს შეუძლია დატოვოს ნივთი მეამას სივრცეებში დიაგნოსტიკისთვის.

საგარანტიო მომსახურების გაწევას ახორციელებს მეამას სერვის-ცენტრი თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში - საგარანტიო პირობების შესაბამისად.

მეამას სერვის-ცენტრში აპარატის შეკეთების ვადა არის 21 კალენდარული დღე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში ზიანი ვერ აღმოიფხვრა, კომპანია უზრუნველყოფს ნივთის ჩანაცვლებას.

საგარანტიო მომსახურება არ გაიწევა შემდეგ შემთხვევებში:

●      თუ გასულია საგარანტიო ვადა;

●      მწარმოებლის საგარანტიო ბარათი არ არის წარმოდგენილი;

●      საგარანტიო ბარათში მითითებული მონაცემები წაშლილი ან შეცვლილია;

●      საგარანტიო ბარათში ან მოწყობილობაზე არ იკითხება/ამძვრალია სერიული ნომერი;

●      მოწყობილობას აქვს ვიზუალური ან მექანიკური დაზიანება/დეფექტი;

●      დარღვეულია მწარმოებლის ექსპლუატაციისა და მოხმარების წესები;

●      მოწყობილობის დაზიანება გამოწვეულია ელ. ქსელის გაუმართაობით, მოწყობილობის დეტალების კოროზიით ან დანესტიანებით;

●      მოწყობილობის დაზიანება გამოწვეულია არაკვალიფიციური შეკეთების სამუშაოების შედეგად;

●      გარანტია არ ვრცელდება სადენებსა და აქსესუარებზე.

ნივთის დისტანციურად (ვებ-გვერდი ან საინფორმაციო ცენტრი) შეძენის შემთხვევაში ვრცელდება შემდეგი დაბრუნების პირობები:

მომხმარებელს უფლება აქვს ყოველგვარი მიზეზის მითითების გარეშე უკან დააბრუნოს შეძენილი ნივთი, მისი მფლობელობაში მიღებიდან 14 კალენდარული დღის განმავლობაში, წინასწარი წერილობითი შეტყობინების საფუძველზე.

წერილობითი შეტყობინება გულისხმობს მეამას ელ. ფოსტის მისამართზე - info@meama.ge შემდეგი სახის ინფორმაციის მიწოდებას:

●      დაბრუნების მოთხოვნა;

●      შეკვეთის თარიღი;

●      შეკვეთის მიღების თარიღი;

●      მომხმარებლის სახელი;

●      მომხმარებლის მისამართი;

მეამა საკუთარი ხარჯით უზრუნველყოფს დაბრუნებას დაქვემდებარებული ნივთის ტრანსპორტირებას.

მეამას სივრცეში შეძენილი ნივთის დაბრუნება შესაძლებელია მისი შეძენიდან 2 კალენდარული დღის ვადაში თუ ნივთი წარმოდგენილი იქნება გამოუყენებელ მდგომარეობაში.

დაბრუნებას ექვემდებარება ნივთი, რომელსაც არ აღენიშნება ვიზუალური დაზიანება და თან ახლავს სრული დაუზიანებელი კომპლექტი - შესაფუთი ყუთი, აქსესუარები, ინსტრუქცია და საგარანტიო ბარათი.

მომხმარებელი თანხას მიიღებს გადახდილი ფასის იდენტური ოდენობით ნივთის დაბრუნებიდან ან/და დაბრუნების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღებიდან არაუგვიანეს 14 კალენდარული დღისა.

ნაკრების შეძენის შემთხვევაში, დაბრუნებას ექვემდებარება მხოლოდ ტექნიკა. ფასი დაანგარიშდება შესაბამისი ნაკრებით გათვალისწინებული ფასდაკლებით და მომხმარებელს დაუბრუნდება ტექნიკაში გადახდილი ფასდაკლებული ფასი.

კომპანია იტოვებს უფლებას არ დააბრუნოს გადახდილი თანხა, მანამ სანამ, მომხმარებლისგან არ მიიღებს საქონელს ან/და საქონლის გაგზავნის დამადასტურებელ დოკუმენტს თუ საქონლის დაბრუნება ხდება საკურიერო მომსახურების საშუალებით.

თანხის დაბრუნება ხდება გადახდის იმავე საშუალებებით, რომლებიც მომხმარებელმა გამოიყენა, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომხმარებელი გადახდის სხვა საშუალების გამოყენებაზე წერილობით თანხმობას განაცხადებს და მას დამატებითი ხარჯი არ წარმოეშობა.