ხ.დ.კ Trade in-ის შესახებ
რა შემთხვევაში სარგებლობს აპარატი სერვისის პირობებით?
სერვისის პირობებით სარგებლობს აპარატები, რომლების შიდა მექანიზმში არსებული დეტალები დაზიანდა მუშა პროცესში:
ტუმბო; სახარში კამერა; წყლის გამაცხელებელი ელემენტი; პროცესის მართვის
ბლოკი/ელექტრონული ნაბეჭდი ფირფიტა; წყლის ამთვლელი.
სერვისი არ ვრცელდება დეტალებზე, რომლებიც დაზიანებულია არასწორი მოხმარების შედეგად
შემიძლია სხვა აპარატზე მივიღო 3-წლიანი სერვისი?
მეამას სერვისი ვრცელდება მხოლოდ მეამას აპარატებზე. თუ ფლობთ სხვა ბრენდის აპარატს, თქვენ შეგიძლიათ, ისარგებლოთ trade in შეთავაზებით მეამას აპარატზე, დაარეგისტრიროთ ახლად შეძენილი მეამას აპარატი და მიიღოთ 3-წლიანი სერვისი.
რა შემთხვევაში ვიღებ ვერიფიკაციას ჩემს მეამას აპარატზე?
მეამას აპარატზე 3-წლიან სერვისს იღებს მეამას ყველა აქტიური მომხმარებელი.
ვინ ითვლება მეამას აქტიურ მომხმარებლად?
მეამას აქტიურ მომხმარებლად ითვლება ადამიანი, რომელიც რეგულარულად იძენს მეამას პროდუქციას.
დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაუკავშირდით ჩვენს ქოლ-ცენტრს.
რა შემთხვევაში ვიღებ ვერიფიკაციას სხვა აპარატის რეგისტრაციისას?
თუ თქვენ მიერ დარეგისტრირებულ აპარატს აქვს ყავის ან ჩაის მომზადების ფუნქცია, მაშინ თქვენი აპარატი გაივლის ვერიფიკაციას.
რა სარგებელს ვიღებ trade in-ის ფარგლებში?
trade in შეთავაზების ფარგლებში თქვენს სხვა ბრენდის აპარატს ცვლით მეამას შეთავაზებაში - მულტი კაფსულის აპარატი + 8 ნებისმიერი მულტი კაფსულის კოლოფი 260 ლარად, ნაცვლად 594 ლარისა.
გაითვალისწინეთ, რომ შეთავაზებით სარგებლობა შესაძლებელია მხოლოდ ვერიფიკაციის გავლის შემთხვევაში.
სად ხდება trade-in ?
trade in-ისთვის უნდა მიხვიდეთ მეამას ნებისმიერ ბრენდულ სივრცეში, სადაც თქვენს აპარატს შეთავაზებაში გადაცვლით.