აპარატები უფასოდ

მიიღეთ მეამას უახლესი აპარატი, Versatile და 2 ბრენდული ჭიქა უფასოდ, 600 კაფსულის შეძენის შემთხვევაში



მხოლოდ ონლაინ, მეამას დაემატა ორი ახალი შეთავაზება, რომლის ფარგლებშიც, იძენთ კაფსულებს და იღებთ აპარატსა და 2 ბრენდულ ჭიქას საჩუქრად.

თუ შეიძენთ ნებისმიერი ფორმატისა და არომატის 600 კაფსულას 900 ლარად, უფასოდ მიიღებთ 2 ბრენდულ ჭიქასა და ჩვენს ახალ, უნიკალურ აპარატს, რომლითაც შესაძლებელია, ევროპული და მულტი ფორმატის, ნებისმიერი კაფსულის დაგემოვნება.

Meama Versatile-ით შეგიძლიათ მოამზადოთ ესპრესო, ლუნგო, ფილტრის ყავა და ჩაი, წვენები და სხვა სასმელები, როგორც ცხელი, ასევე ცივი ჩამოსხმით. სწორედ ამიტომ, ის იდეალურია ოჯახისთვისა და ნებისმიერი ხალხმრავალი სივრცისთვის, რადგან ყველას გემოვნებას მარტივად მოერგება.

მეორე შეთავაზების შემთხვევაში, ამერიკულ აპარატს მიიღებთ უფასოდ, თუ შეიძენთ მულტი ფორმატის, ყავის ან ჩაის 300 კაფსულას 450 ლარად.

ნებისმიერი აქციით სარგებლობისას, გაქვთ 1-თვიანი საცდელი პერიოდი, რომლის შემდეგ, სურვილის შემთხვევაში, აპარატის უკან დაბრუნებას შეძლებთ.

ამისთვის, მიიტანთ აპარატს ჩვენს ნებისმიერ ბრენდ შოპში, სადაც 5 სამუშაო დღის განმავლობაში, ჩაუტარდება დიაგნოსტიკა. თუ არ აღმოაჩნდება აპარატს რაიმე დაზიანება, მაშინ მას ჩავიბარებთ და უკან დაგიბრუნებთ დახარჯული თანხის ნაწილს.

თუ გადაიხადეთ 900 ლარი, დაგიბრუნდებათ 500 ლარი, ხოლო თუ გადაიხადეთ 450 ლარი, ამ შემთხვევაში მიიღებთ 250 ლარს.

აირჩიეთ თქვენთვის უფრო კომფორტული შეთავაზება და შეიქმენით სასმლის დაგემოვნების საუკეთესო გამოცდილება!