ევროპული ფორმატის კაფსულით მზადდება ინტენსიური და ქაფიანი ყავა. ევროპული ფორმატის კაფსულები აერთიანებს 11 უნიკალურ გემოს, 2 სხვადასხვა მოცულობაში: ესპრესო (40მლ), ლუნგო (110მლ).
ამერიკული ფორმატის კაფსულით მზადდება გაფილტრული, დიდი მოცულობის ყავა. ამერიკული ფორმატის კაფსულები აერთიანებს 10 უნიკალურ გემოს, ორ სხვადასხვა მოცულობაში: 180მლ და 240მლ. ამერიკული ფორმატის ასორტიმენტში ასევე შეგიძლია აღმოაჩინო ჩაის 9 სახეობაც
შეკვეთილი პროდუქციის მიტანა განხორციელდება 2 სამუშაო დღეში. მიტანის სერვისი თბილისის, ბათუმის და ქუთაისის მასშტაბით არის უფასო. რეგიონში მიწოდებისას 75 ლარზე ნაკლები ღირებულების შეკვეთებზე მიწოდების ხარჯებს ფარავს მომხმარებელი. მიწოდების საფასური დამოკიდებულია ლოკაციასა და ამანათის წონაზე. 75 ლარზე მეტი ღირებულების შეკვეთებზე მიწოდების ხარჯებს ფარავს მეამა.
სტაბილურად ხარისხიანი ყავისა და ჩაის გემოს მისაღებად, რეკომენდირებულია აპარატის წმენდა სპეციალური საწმენდი საშუალებებით თვეში ერთხელ. სპეციალური საწმენდი კაფსულა წმენდს აპარატის ჩამოსასხმელ მილს ყავის ზეთის ნალექისგან, ხოლო სკელარისი (საწმენდი საშუალება ფხვნილის სახით) წმენდს აპარატის მთლიან სისტემას წყლის ნადებისგან. მაქსიმალურად სუფთა და არომატული გემოს მისაღებად, რეკომენდირებულია, გამოიყენოთ მეამას ყავის კაფსულები. მრავალჯერადი ან სხვა წარმოების კაფსულების გამოყენებამ შესაძლოა გამოიწვიოს აპარატის დაზიანება.
მეამას აპარატებს 1 კალენდარული წლის განმავლობაში აქვს გარანტია.
2 კალენდარული დღის განმავლობაში აღმოჩენილი ქარხნული წუნის დადგენის შემთხვევაში, მოხდება აპარატის გამოცვლა შესაბამისი პირობებით. სერვის-ცენტრში აპარატის შეკეთების ვადა არის 21 კალენდარული დღე. თუ ამ პერიოდის განმავლობაში აპარატის ზიანი ვერ აღმოიფხვრა და ქარხნული წუნი დაფიქსირდა, კომპანია უზრუნველყოფს აპარატის შეცვლას შესაბამისი პირობებით. სერვის-ცენტრში აპარატის შეკეთება 1 წლის განმავლობაში უფასოა.